logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: მიხომ ოქროს თევზი დაიჭირა... ხელისუფლებაში დამაბრუნეო
- +

26 სექტემბერი. 2016. 15:08



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისამართით სტატუსს აქვეყნებს:


„მიხომ ოქროს თევზი დაიჭირა. ერთ სურვილს აგისრულებ და გამიშვიო, სთხოვა თევზმა. ატირდა მიშა, თავისი სამშობლო მოაგონდა, თავისი ცხრუკვეთი... საქართველო გამიერთიანეო, შეღაღადა ოქროს თევზს, ვერაო, სხვა რამე მთხოვეო. კარგი, მაშინ ხელისუფლებაში დამაბრუნეო, ასლუკუნდა ნაპრეზიდენტალი, თევზმა შეხედა აბღავლებულ მიშას და რუკა მაიტა, ისევ რუკაო", - წერს ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner