logo_geo
eng_logo
თამარ ჟვანია: არჩევნებზე პოლიციის ყოფნა არ ნიშნავს რაიმე ტიპის შიშს და ძალადობას
- +

26 სექტემბერი. 2016. 15:19



ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება საარჩევნო ადმინისტრაციასა და შსს-ს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე გაამახვილა.



ამ მემორანდუმში ზუსტადაა აღწერილი, რომ შს სამინისტროს და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ამ კუთხით უნდა იყოს მიმართული არჩევნების უსაფრთხოებაზე, დაცულ გარემოზე, სიმშვიდეზე და თავისუფალ გარემოზე. მიმაჩნია, რომ პოლიციის ყოფნა არჩევნებზე სულაც არ ნიშნავს რაიმე ტიპის შიშს, ძალადობას. ეს ნიშნავს დაცულობას, უსაფრთხოებას და ეს საერთაშორისო სტანდარტია, რაზეც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, როგორც ჩვენ, ასევე შს სამინისტრომაც", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.



ამასთან, თამარ ჟვანიამ „პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შოთა ხაბარელის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს, განაცხადა, რომ მოსყიდვის ფაქტების გამო კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნაზე ცესკო გადაწყვეტილებას სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იღებს



მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით, არაერთხელ განმიცხადებია, რომ ასეთ ფაქტებზე მოკვლევას არ აწარმოებს საარჩევნო ადმინისტრაცია. ეს გახლავთ სასამართლოს მოკვლევის თემა. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებას ეფუძნება კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნა-არმოხსნის საკითხი", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner