logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: სააკაშვილი შევარდნაძის პერიოდში ჩარჩა
- +

26 სექტემბერი. 2016. 15:24




კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური „თავისუფალი ზონის" წევრების განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოწყობისთვის მათი ორგანიზაციის გამოყენებას გეგმავდა.



ჩვენ ვიცოდით, რომნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციების მოწყობას გეგმავდა. ამ პრესკონფერენციით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სააკაშვილმა პირწმინდად იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს. ჩვენი ხელისუფლება არავითარ პროვოკაციას არ დაუშვებს. არანაირი დესტაბილიზაცია მოსალოდნელი არ არის.„ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციის მოსაწყობად არც რესურსი გააჩნია და არც არანაირი შესაძლებლობა. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი სურვილია. ის, რომნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციული ძალაა, ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. ამ ქვეყანაში გამართულად მუშაობს ყველა ის სამსახური, რომელიც ქვეყნის უშიშროებას და მის სტაბილურობას და მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავს და უზრუნველყოფს. მიხეილ სააკაშვილი შევარდნაძის დროინდელ პერიოდში ჩარჩა, როდესაც რევოლუციის მოწყობა მოახერხა. ეს დრო საქართველოში დიდი ხანია წავიდა,მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ისევ იქ არის, 2003 წელში", - განაცხადა ძიძიგურმა.

 

 

ძიძიგურის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არჩევნებზე კანონს დაარღვევს, მთელი სიმკაცრით დაისჯება.



მე შევხვდი რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენი ორგანიზაციათავისუფალი ზონა" სჭირდება არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოსაწყობად", - ეს განცხადება „კვირას" პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე „თავისუფალი ზონის" უკვე ყოფილმა წევრმა ბესო კალაძემ გააკეთა.



ორგანიზაციის გლდანის რაიონული განყოფილების წევრები „თავისუფალ ზონას" ტოვებენ, მათი განცხადებით, საქართველოში შეიქმნა ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით", რომელსაც უშუალოდ აქვს დავალებული არჩევნების შემდეგ ხალხის ქუჩაში გაყვანა და დესტაბილიზაციის მოწყობა.



მიხეილ სააკაშვილს შევთავაზე არჩევნებში ჩვენი რესურსის გამოყენება, ჩვენ ვიყავითნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები 2012 წლიდან, მაგრამ ამ ორგანიზაციამ უკვე პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა და არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ქაოსის შემოტანას აპირებს, რაშიც ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა ბესო კალაძემ „თავისუფალი ზონის" წევრებთან ერთად.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner