„მიშას ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა რომ დასჭირდეს, ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება", - ამის შესახებ ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა.
„მიშა იძახის, რომ სანდრა - ეს მე ვარ. ძალიან ვცდილობ, რომ პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან შორს ვარ მისი ნიჭისგან და ხედვისგან. მან ყოველთვის წინასწარ იცის, რა უნდა მოხდეს და ეს მართლდება. ის აქ იქნება, ჩვენთან ერთად, რომ გამარჯვება იზეიმოს. ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ის ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება", - განაცხადა რულოვსმა.