შპს „სტუდია მაესტროს" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ სტაბილური წინასაარჩევნო გარემო უქმნის განცდას, რომ არანაირი პროვოკაციები არ იქნება დაშვებული. აქვე აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია „ქართული ოცნების" გამარჯვებაში.
„გიორგი კვირიკაშვილი და მისი გუნდი გაიმარჯვებს, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, და არანაირი პროვოკაცია არ იქნება დაშვებული ჩვენი ძალოვანი უწყებების მიერ. ამ განცდას მაძლევს ის სტაბილური, მტკიცე გარემო, რაც დღეს არის არჩევნებზე და მე ვხედავ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დარწმუნებულია „ქართული ოცნების" გამარჯვებაში. მაგრამ მინდა, ყველას ვთხოვო, რომ მიუხედავად მათი არჩევანისა, სახლში არავინ არ დარჩეს, რომ ჩვენ ძალიან კარგი ანგარიში მივიღოთ, რომ არავის, არცერთ ადამიანს არ ჰქონდეს ერთი გრამი აზრის გავლება თავში, რომ შესაძლებელია რაღაც რევოლუციური პროვოკაციების მოწყობა. იმასაც ვიტყვი, რომ ეს იქნება მყისიერად ალაგმული ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სტრუქტურების მიერ. წარმატებას ვუსურვებ ყველას და ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, წინ წავიდეთ, წინ ვიაროთ, ნაბიჯ-ნაბიჯ დავშორდეთ იმ ჯოჯოხეთს, რა ჯოჯოხეთშიც ვცხოვრობდით", - აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.