logo_geo
eng_logo
გიორგი ბაიდარაშვილი: 2017 წლისთვის მშრალი ხიდის და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება
- +

26 სექტემბერი. 2016. 16:21



თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ბაიდარაშვილის განცხადებით, „ახალი ტფილისის" პირველი ეტაპის ფარგლებში აღმაშენებლის გამზირზე სამი ტიპის სამუშაო განხორციელდა.


მისივე თქმით, შემდეგი ეტაპისთვის, 2017 წლის დასაწყისში, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის დაწყება იგეგმება.

 

 

„ყველაზე მნიშნელოვანი ის იყო ქალაქისთვის, რომ 380-მეტრიანი საფეხმავლო ზონა შეემატა ქალაქს, რომელიც მანამდე არ ჰქონდა, 51 შენობა განახლდა, მათ შორის 41 ძეგლი ყველანაირი რესტავრაციის პირობების დაცვით. განახლდა სრულიად კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემაც დაემატა, რომელიც არ იყო. გარდა ამისა, კეთილმოწყობა გაკეთდა იმ მოთხოვნებზე მორგებით, რაც საფეხმავლო ზონას სჭირდება. ქუჩა არის ტროტუარების გარეშე, გაცოცხლებულია ძველი ქართული სადარბაზოები და ეზოების მოპირკეთების ფაქტურები. დაჯდა 29 მილიონი და რეალურად 7 თვესა და 20 დღეში მოვასწარით.

 

შემდეგი ეტაპი არის მშრალი ხიდი და ორბელიანის მოედანი, რომელიც შემდეგი წლის დასაწყისში დაიწყება", - განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner