logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძის ამომრჩევლებთან შეხვედრაში ხელოვანებმა მიიღეს მონაწილეობა
- +

26 სექტემბერი. 2016. 16:23



ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში, დიმიტრი ხუნდაძისა და ამომრჩევლების შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ზაზა პაპუაშვილმა, გოგი ქავთარაძემ, გია ჯაფარიძემ, აკაკი მესალბიშვილმა, ნანა ხურითმა.


როგორც რეჟისრომა გოგი ქავთარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის პროექტებთან ერთად, დიმიტრი ხუნდაძის სახელს უკავშირდება დემოგრაფიული პროგრამა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.


ამავე საკითხებზე ისაუბრა ონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მსახიობმა გია ჯაფარიძემ. მისი თქმით, ამ დემოგრაფიული პროგრამების განხორციელების შემდეგ ონში შობადობა გასამმაგდა. დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაწეულ დახმარებასა და სამუშაოზე ისაუბრეს მისაქციელის მცხოვრებლებმაც.


მოსახლეობას სიტყვით მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში, მცხეთაში და კონკრეტულად მისაქციელში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას მისაქციელში ასობით ადამიანი ესწრებოდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner