logo_geo
eng_logo
ენზელ მკოიანი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგძობს
- +

26 სექტემბერი. 2016. 17:07




„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატი სოფლების ტურცხის, გომანის, ბუღაშენის, ბალხოსა და ოლავერის მცხოვრებლებს შეხვდა.


ენზელ მკოიანმა მოსახლეობას „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა. ენზელ მკოიანმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა დასაქმების პროგრამაზე. გარდა ამისა, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფო დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

 

„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხელშეწყობას, იმ პროგრამების გაგრძელებას, რითაც დღეს მოსახლეობა სარგებლობს. სოფლის მეურნეობის პროგრამა მეოთხე წელია, წარმატებით მიმდინარეობს და გაგრძელდება მომავალშიც", - განაცხადა ენზელ მკოიანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner