ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების დღეს, მისთვის მთავარი იქნება „რუსთავი 2"-ის მიერ გამოცხადებული ეგზიტპოლის შედეგები.
„დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს მოიგებს უმრავლესობით. ივანიშვილმა რაღაცა რომ არ გააყალბოს, იმანიპულიროს, არ შეუძლია. მაგრამ ხალხმა იცის, რომ „რუსთავი 2" სწორად წინასწარმეტყველებს. ივანიშვილის პარალელური ეგზიტპოლების არავის არ სჯერა. „რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლში რაც იქნება, ის იქნება ვერდიქტი. როგორც კი ეს გამოცხადდება, რაც არ უნდა გადაწეროს და გადმოწეროს, ეს არაფერს არ ნიშნავს. ამიტომ, არჩევნებზე მისულმა მოქალაქეებმა უთხრან სიმართლე ამ გამომკითხავებს. ჩვენი ეს სიმართლე შეიკრიბება ერთ დიდ ნაკადულად, მერე მდინარედ, რომელიც შემდეგ წარღვნად გადაიქცევა „ოცნებისთვის" და მოხდება დემოკრატიის საბოლოო გამარჯვება საქართველოში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სავარაუდოდ, ოდესის გუბერნატორი არ აპირებს არჩევნების ოფიციალური შედეგების ცნობას იმ შემთხვევაში, თუ ის არ დაემთხვევა „რუსთავი 2"-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს და „წარღვნას" გვპირდება.