logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დადგა დრო, ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე ვიფიქროთ
- +

26 სექტემბერი. 2016. 17:55



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ განმუხურში ახალი სასტუმროს მშენებლობის პროექტი წარადგინა. მისი თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი აფხაზ ძმებთან ურთიერთობის აღდგენისთვის.


„ამ ორი მნიშვნელოვანი ინიციატივის გაჟღერებისთვის არც დრო და არც ადგილი შემთხვევითი არ გახლავთ. ხვალ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეა - ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში. ის ომი იყო ტრაგედია ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც. ეს იყო ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. მაგრამ დადგა დრო, როცა ჩვენ მომავლზე უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე. ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არ გააჩნია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner