logo_geo
eng_logo
იან კელი: ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს საქართველოში არსებული მშვიდი წინასარჩევნო გარემო
- +

26 სექტემბერი. 2016. 18:41



აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რაც დღეს საქართველოშია, მათზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.


„შს მინისტრმა დეტალურად გამაცნო უწყების გეგმები, რომელიც უსაფრთხო და დაცული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას ეხება, განსაკუთრებით არჩევნების დღეს. მე აღვნიშნე, რომ ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის მშვიდი წინასარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაშია.

 

საარჩევნო კამპანიისას ჩანს, რომ განსაკუთრებული ფოკუსირება ხდება პრობლემებზე. რა თქმა უნდა, ხდება ინციდენტებიც, რაც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უმნიშვნელოა, თუმცა ექცევა საქართველოს ხელისუფლების ყურადღების ცენტრში.

 

ჩვენ ვისაუბრეთ მთავრობის წარმომადგენლებთან ამ თემებზე და უმაღლესი რანგის პირებისგან მივიღეთ გარანტიები იმის თაობაზე, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო გარემოში", - განაცხადა იან კელიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner