logo_geo
eng_logo
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია ცესკო-ს მუშაობას დადებითად აფასებს
- +

26 სექტემბერი. 2016. 19:03



ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შესახებ პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.


- გაითვალისწინა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.


- უფრო ინკლუზიური არჩევნები: ამარტივებს ხმის მიცემის პროცედურებს იმ ამომრჩევლებისათვის, რომელთაც არ გააჩნიათ ოფიციალურად რეგისტრირებული მისამართი ან მოქმედი საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია; მოქმედებს სპეციალური ნორმები, რომლებიც ხელს უწყობს შშმ პირთა მონაწილეობას არჩევნებში;


საარჩევნო სიების სიზუსტის გაუმჯობესების მიზნით მიღებული ზომები (კარდაკარ გამოკითხვის მეთოდი, სახის ამოცნობის პროგრამის გამოყენება);


- უმცირესობათა ჩართულობა: ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები ნომინირებულნი არიან პარტიულ სიებში; ადმინისტრაციული ინფორმაცია და დოკუმენტაცია თარგმნილია უმცირესობათა ენებზე;


- დამკვირვებლები: საარჩევნო კოდექსი არეგულირებს მოქალაქეთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ საარჩევნო პროცესის დაკვირვების შესაძლებლობას - 63 სამოქალაქო და 30 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია;


დღევანდელი მდგომარეობით, ეუთო-სა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიები დარწმუნებულნი არიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროფესიონალიზმსა და საქმიანობის ხარისხში, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში გაჟღერდა არაერთი ბრალდება, რომლებიც, ძირითადად, რაიონულ საარჩევნო კომისიების მიერ ქვედა დონის კომისიებში წევრების მიკერძოებულად დანიშვნის საკითხს ეხებოდა. საარჩევნო ორგანოების წარმომადგენლები შეეცადნენ, გაეზარდათ საარჩევნო უბნებში წევრების დანიშვნის წესის გამჭვირვალობა. სხვა ზომებთან ერთად, ამ მიზნის მისაღწევად გამოქვეყნდა აღნიშნული წევრების (მათ შორის, პარტიების მიერ  დანიშნული წარმომადგენლების) გამოცდილებასთან დაკავშირებული სტატისტიკა.



წინასაარჩევნო კამპანია თანასწორი შესაძლებლობები კამპანიის წარმოების პროცესში:


2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს, გარკვეულ შემთხვევებში, მეტად მიუწვდებოდათ ხელი საჯარო ადგილებსა და ტრანსპორტზე. დამატებით, რიგ შემთხვევებში, მუნიციპალური და სახელმწიფო სამსახურების ვებ-გვერდები მმართველი პარტიის გზავნილების გამოსაქვეყნებლად გამოიყენებოდა";


2016 წლის ანგარიშის თანახმად, „კანონი თანამდებობის პირებს ავალდებულებს, უზრუნველყონ თანასწორი პირობები ყველა კანდიდატისათვის, მათ შორის კამპანიის საწარმოებლად საჭირო ადგილებისა და სარეკლამო სივრცეზე წვდომის თვალსაზრისით. ეს ასევე გულისხმობს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მარეგულირებელ ნორმებს და კრძალავს საჯარო მოხელეების მიერ კამპანიის წარმოებას";


ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი (/საწინააღმდეგო?) გზავნილები კამპანიების მთავარ გზავნილებს შორისაა;



2012 წლის ანგარიშის თანახმად, „პარტიების პროგრამებში ნახსენებ მთავარ თემებს შორისაა დასაქმება, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება და რეგიონალური განვითარება";


2016 წლის ანგარიში აღნიშნულია, რომ „კამპანიაში გამოყენებული გზავნილების უდიდესი ნაწილი, ძირითადად, ფოკუსირდებოდა სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner