logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: აგონიაში ჩავარდნილი სააკაშვილი და ყვარყვარეები აგრესიას ავლენენ
- +

26 სექტემბერი. 2016. 19:09



„მემარცხენე ალიანსის" ლიდერი სოსო შატბერაშვილი აცხადებს, რომ რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე, აგონიაში ჩავარდნილი სააკაშვილი და მისგან მართული ყვარყვარეები მით უფრო მეტ აგრესიას ავლენენ.


შატბერაშვილის თქმით, რაც უფრო ახლოვდება 8 ოქტომბერი, „ნაციონალური მოძრაობა" კრიმინალურ ქმედებებზე გადადის.

 

„არჩევნების ღამეს, ნათელაშვილი ლეღვის ფოთოლივით აეფარება სააკაშვილს და იმოქმედებს შემდეგი სცენარით: მოუწოდებს მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ და სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებისა და პიკეტირებისაკენ. სანდო წყაროს ინფორმაციით, ნათელაშვილმა გუშინ გვიან ღამით ჩაატარა დახურული თათბირი, დაარიგა ოდესიდან შემოსული შავი ფული და დაავალა თავის აქტივისტებს, 8 ოქტომბერს ღამით მოამზადონ დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა.

 

„მემარცხენე ალიანსი" ზემოხსენებულის შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულიდან სისტემატურად აფრთხილებდა ხელისუფლებას და მოითხოვდა, მკაცრად გაეკონტროლებინა საქართველოში შემოსული უკანონო ფინანსების მოძრაობა, რაც უგულებელყოფილი იქნა. დღეს „ნაციონალური მოძრაობა" ანუ „თავისუფალი ზონა" დატოვა დიდმა ჯგუფმა, რომელმაც არ ისურვა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში მონაწილეობის მიღება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის, სამშობლოს სიყვარულმა სძლია უზნეობასა და სიხარბეს, რაც მისაბაძი მაგალითია", - განაცხადა შატბერაშვილმა.


სოსო შატბერაშვილი მოუწოდებს ლეიბორისტული პარტიის წევრებს, უარი უთხრან ნათელაშვილს დავალების შესრულებაზე.


„ვისაც კიდევ შერჩენია სინდის-ნამუსი, უარი უთხრან ნათელაშვილს ბინძური დავალების შესრულებაზე. მიჰბაძონ „თავისუფალი ზონის" წევრებს პატრიოტიზმში, ქვეყნის სიყვარულში. დატოვონ ზემოხსენებული ფსევდოპარტია და შემოუერთდნენ „მემარცხენე ალიანსს". ამით ისინი თავიდან ააცილებენ ქვეყანას მოსალოდნელ საფრთხეს, ხოლო საკუთარ თავს იხსნიან მკაცრი, მაგრამ კანონიერი განაჩენისგან", -აღნიშნა შატბერაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner