logo_geo
eng_logo
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შუალედური ანგარიში წარადგინა
- +

26 სექტემბერი. 2016. 19:09



ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან, მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმიანობას ასახავს.


„საარჩევნო ადმინისტრაციამ ანგარიშგების თვალსაზრისით ახალი სტანდარტი  დაამკვიდრა. მედიის შემდეგ საარჩევნო პერიოდის საქმიანობის შესახებ შუალედური ანგარიში დღეს უკვე ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარვუდგინეთ. აღსანიშნავია, რომ ამ სამი თვის განმავლობაში  უდიდესი შრომაა ჩადებული და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ საქმიანობას სწორედ ანგარიშის მეშვეობით ასაჯაროებს და აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას", - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.


პრეზენტაციაზე თამარ ჟვანიამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ამომრჩევლებზე, საუბნო საარჩევნო კომისიებზე, დამკვირვებლებზე, ცესკოს საინფორმაციო კამპანიაზე, ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობაზე, ცესკოს გენდერულ პოლიტიკაზე.


თამარ ჟვანიას განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 8 ოქტომბერს საზოგადოებას პირველად შესთავაზებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შედეგების დათვლის პროცესის ტრანსლაცია იქნება. ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეეძლება ინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში, ცესკო-ს ოფიციალური ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების მეშვეობით დააკვირდეს შედეგების დათვლის პროცედურას, ვიდეოგადაღების 360-გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.


ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner