26 სექტემბერს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკის მე-3 ოლქში, ზაზა ხუციშვილი, ბანძელასძის მე-4 მ/რ -ში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობის პრობემები და სურვილები მოისმინა და მათ მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა გააცნო. ზაზა ხუციშვილმა ისაუბრა განათლების, საგადასახადო, ეკონომიკის რეფორმებზე, ყურადღება გაამახვილა საგარეო ფაქტორებზე და სავაჭრო ურთიერთობებზე. რაც შეეხება განათლების რეფორმას, აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს სხვადასხვა კონკრეტული მიმართულებების სკოლები და კერძო და საჯარო სკოლებს შორის არ უნდა იყოს განსხვავება ბავშვის სასწავლო გარემოში.
შეხვედრამ გულთბილ გარემოში ჩაიარა,ბანძელასძის მე-4 მ/რ-ის მაცხოვრებლებმა ზაზა ხუციშვილს წარმატება და არჩევნებში გამარჯვება უსურვეს.