ჟურნალისტის შალვა რამიშვილის განცხადებით, გორში, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის ბადრი ბასიშვილის შტაბთან კამერა დაუმტვრიეს. ბადრი ბასიშვილის მომხრეებსა და შალვა რამიშვილს შორის დაპირისპირება გადაცემის "აკრედიტაციის გარეშე" მომზადების დროს მოხდა.
როგორც რამიშვილმა 2030.news-ს განუცხადა, ბასიშვილის მომხრეებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„გადამღები ჯგუფი ოფისთან ვიყავით, დაახლოებით 4 საათი. "ნაციონალების" ერთ-ერთ აქტივისტს ნერვებმა უმტყუნა, მოვიდა და კამერა დაგვიმტვირია, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. საპატრულო პოლიცია არ მოსულა, რადგან არ გამომიძახებია. გადაცემა გავა ეთერში და თავად გადაწყვიტონ, უნდა მოახდინონ თუ არა რეაგირება", - განაცხადა რამიშვილმა.
თავად ბადრი ბასიშვილი ინციდენტთან კავშირს უარყოფს.
http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=66&id=24143