logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: არ ჩამომსვლელის დედაც!
- +

27 სექტემბერი. 2016. 02:04



როცა ქვეყნის ყოფილი ავადმყოფი ტირანი თვლის, რომ ერი, რომელსაც 9 წელი ეჯდა თავზე, არის განუვითარებელი და ვერ ერკვევა ელემენტარულ სამართლებრივ ნიუანსებში, უნდა მოუწყო ასეთივე "არასამართლებრივი" აქცია",- ამის შესახებ ადვოკატი მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მეტად „გაბანძების" ეშინიათ.


როცა ქვეყნის ყოფილი ავადმყოფი ტირანი თვლის, რომ ერი, რომელსაც 9 წელი ეჯდა თავზე, არის განუვითარებელი და ვერ ერკვევა ელემენტარულ სამართლებრივ ნიუანსებში, უნდა მოუწყო ასეთივე "არასამართლებრივი" აქცია.

არ ვიცი, საქართველოს კიდევ რომელ მიუვალ სოფელში დარჩა თუნდაც ერთი კაცი, რომელმაც არ იცის, რომ ძებნილი პირი (მით უფრო, სასჯელმისჯილი ძებნილი), ვინც არ უნდა იყოს ის, საზღვარზე ცხვირის გადმოყოფისთანავე თავს ამოჰყოფს გიოსესებს მიღმა საკმაოდ ხანგრძლივი პესპექტივით. ახლა ამ "გულადი" ჰალსტუხიჭამიას ვაჟკაცობის ამბავი რომ ვიცით, ხომ სრულიად საქართველო "დარწმუნებულია" მის ჩამოთრევაში.

ჰოდა, ფაქტია, რომ ამ ქვეყანას დაბალი განვითარების მქონე პლებეი(ე)თა საუფლოდ თვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ მდარე და არაფრისმთქმელ პიარს არ ააგორებდა.

შესაბამისად, ძალზე მცირე სახსრებითაც კი შეიძლება ისეთი მარტივი აქციის მოწყობა, როგორიცაა თუნდაც მხოლოდ პლაკატების დამზადება წარწერით: "არ ჩამომსვლელის დედა მ.....ნ!". შემდგომ ამ პლაკატებს გავაკრავდი ნაცი-ანალების ყველა მაჟორიტარის პლაკატის გვერდით...

რა მოხდება ამით?... არაფერი გასაკვირი... მოხდება ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ ამ გადაგვარებულებს - "გაბანძების", დაცინვის ობიექტად გახდომის... აი, ეგ მოხდება..

მიდექით, მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, ხელი გაანძრიეთ..."- წერს ნიკოლაძე.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner