„განმუხურიდან კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ჩვენს გზავნილს ჩვენი აფხაზი ძმებისადმი- ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმუხურში განაცხადა.
განმუხურში თანაინვესტირების ფონდი უმაღლესი დონის, 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს. ფონდ ,,ქართუს" დაფინანსებით კი - 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, ბოტანიკური ბაღი გაშენდება, რომლის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 20 მილიონ დოლარს შეადგენს.
„განმუხურიდან კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ჩვენს გზავნილს ჩვენი აფხაზი ძმებისადმი- ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა და ჩვენ გვჯერა, რომ დადგება დრო და მოვახერხებთ ნდობის აღდგენას, შერიგებას",- განაცხადა კვირიკაშვილმა.