„თავისუფალი ზონის" გლდანის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის ბესო კალაძის განცხადებით, ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რომელმაც განუცხადა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში დესტაბილიზაციას გეგმავს და მათი ორგანიზაციის რესურსი სჭირდება.
„მე შევხვდი მიხეილ სააკაშვილს და მან მითხრა, რომ „თავისუფალი ზონა" და ჩვენი რესურსი სჭირდება არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოსაწყობად",- განაცხადა კალაძემ.