„თავისუფალი ზონის" წევრების დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობთ",- ამ სიტყვებით გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "თავისუფალი ზონის" გლდანის განყოფილების ყოფილი წევრების განაცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ საქართველოში დესტაბილიზაციას გეგმავს.
„თავისუფალი ზონის" წევრების დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობთ. რეალურად, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში იგეგმება დესტაბილიზაცია, დგება კონკრეტული გეგმა ამასთან დაკავშირებით. ამ გეგმის განსახორციელებლად კონკრეტული დაჯგუფებები, ე.წ. დამატებითი ორგანიზაციები იქმნება. ეს არის ის, რაზეც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდით. ძალიან კარგია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დანაშაულებრივ გეგმას ემიჯნებიან. ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ვამბობდით, რომ შიგნით, "ნაციონალურ მოძრაობაში" არის განხეთქილება, არის მოტივაციის ნაკლებობა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ დანაშაულებრივ გეგმებთან, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ოდესიდან აწყობენ",-განაცხადა კობახიძემ.