logo_geo
eng_logo
პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორთან შეხვედრა მიმდინარეობს
- +

27 სექტემბერი. 2016. 10:50



პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორთან მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც ესწრებიან.



პროექტის ხელმძღვანელმა დავით კოღუაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ეს არის დიალოგი მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის და ეხება DCFTA-ს გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.



აღნიშნული პროექტი არის ხელშეწყობა თავისუფალი, ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების საიმპლემენტაციო ფაზის შემდგომ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით. მასში ჩართულია ბიზნესსექტორი. ეს არის დიალოგი მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის. ეს ეხება DCFTA- გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რომელიც დღის წესრიგში დგას ბიზნესსექტორის წინაშე. თემა უდავოდ პერსპექტიულია. ვინაიდან განვითარების უკვე მეორე ეტაპზე გადავედით. შესაბამისად, ამ კონტექსტში არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც უნდა დაიძლიოს. ეს არის მიზანი დღევანდელი შეხვედრის, რომ მთავრობამ და ბიზნესმა ილაპარაკოს ყველა იმ პრობლემაზე, რაც შეიძლება წინ დახვდეს ბიზნესის შემდგომ განვითარებას", - განაცხადა დავით კოღუაშვილმა.



მისივე თქმით, ეს არის გარკვეული რეგულაციები, რომელიც სახელმწიფოს ვალდებულების სახით აქვს აღებული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner