„ეროვნული ფორუმის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგში რობერტ ოდიშელიძემ, ზაქარია ქუცნაშვილისა და „ქართული ოცნების" სასარგებლოდ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა.
შეგახსენებთ, რომ ბ-ნ რობერტი მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისათვის არჩევნებში მონაწილეობას პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმიდან" იღებდა. მაჟორიტარობის აწ უკვე ყოფილმა კანდიდატმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა ზაქარია ქუცნაშვილს და გამარჯვება უსურვა.