„youtube"-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.
ჩანაწერში საუბარია რევოლუციურ სცენარზე. სააკაშვილი მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, აქტიურად ჩაერთონ ამ საქმეში.
მიხეილ სააკაშვილი: თბილისში „ვაბშე", ის რა ქვია, ბოკერიას ჰქონდა... ბოკერიამ კი, კი, უნდა... ყველაფერი სწორიაო, რაღაც რევოლუციური სცენარი, ისა-ისა იძახის, მაგრამ მერე იძახის, რომ აი, თუ რევოლუციური სცენარი არ გამოდის, ხო უნდა მოვემზადოთ მერე კოალიციებისთვის და ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს კოალიციების მომზადების. მაგისთვის არ ვიბრძვი. რას ნიშნავს კოალიციებისთვის მოვ...
აკაკი მინაშვილი: კი, გეთანხმები. აქაც მზად უნდა ვიყოთ ეგეთი იმისთვის ჩვენ...
მიხეილ სააკაშვილი: ხოდა, ეს „ვაფშე" ეს ლაპარაკი, რომ „კი, მაგრამ ჩვენ ხომ ის სცენარიც უნდა გვქონდეს და ამიტომ უნდა დავიტოვოთ გზა და კოალიცია..." ვისთან უნდა დავიტოვოთ კოალიცია? მაშინ გავაკეთოთ კოალიცია კახი კალაძესთან, ალასანიასთან, იმასთან-ამასთან და ვიქნებით მაგარი ხალხი
ნუგზარ წიკლაური: ხოდა, აი როგორ გავაკეთებ... მაგაზე მთელი ისა ვფიქრობ და რანაირად გავაკეთო, მაგას ვერ ვხვდები
გიგი წერეთელი: მე მაინც მგონია, ჩვენი ამოცანაა, რევოლუციურ ვითარებაში ჩავატაროთ არჩევნები. ანუ, ხალხის აღტკინების ფონზე...
პეტრე ცისკარიშვილი: ესენი ისევ მოიგებენ და მერე უკვე...
გიგი წერეთელი: „კაროჩე" ესენი უკვე „ბაზრობენ"...
პეტრე ცისკარიშვილი: იქნება სინამდვილეში ხალხის რევოლუცია და დედის...ა. აქ ჯერ „ვასტოკია". აქ მოხდება მოუ...ნ დედის ტ...ი კადაფი. უნდა გამოათრიონ და ჯოხით ტრ...ში უნდა მო...ნ.
მიხეილ სააკაშვილი: კაია, რომ შენც ეგრე ფიქრობ და მე მგონი, უმეტესობა ეგრე ფიქრობს. „პროსტა" იმათაც უნდა ღიად ეხლა ცხვირში მოვადოთ. ეხლა ეგრე არ არის, კაცო. ხოდა „რუსთავი" მოამწიფებს ამ პიკს.
აკაკი მინაშვილი: აბა რა... ეგ კოალიცია არის ვაჭრობა და „Trade off"-ები და იქით და აქეთ და რაღაც საზიზღარი ამბავი.
მიხეილ სააკაშვილი: ხოდა, თქვენ უნდა აიღოთ ინიციატივა რა. მე მგონი უნდა კაკოს დაუჯეროთ, შექმნათ ჯგუფი... აი კაკო, ბეჟაშვილი, ვიღაცეები, ვინც არის რადიკალურად განწყობილი და პირდაპირ უნდა „შევაჯდეთ" მაგ თემაზე.
კაკო ბობოხიძე: 200 კაცი რუსთაველის კარვებს ავსებს.
ნუგზარ წიკლაური: ივანიშვილის სახლი არის ასათვისებელი
კაკო ბობოხიძე: კარგად დავითვალოთ ფინანსები. 10 ლარი რომ დაგვიჯდეს კაცი დღეში, 2-3 თვიანი აქცია რა დაგვიჯდება 200-კაციანი, კარვებით.
ირმა ნადირაშვილი: ...
კაკო ბობოხიძე: ამ ჩემს ფეხებს. ეჰ, ჩემო ირმა, მე გადატრიალების დაგეგმვაშიც კი მაქვს, სამხედრო გადატრიალების, მონაწილეობა მიღებული. მაგაზე სახიფათოს აწი რაღას მოვიფიქრებ?
ნუგზარ წიკლაური: მე მგონია, რომ მართლა ეგრე ჯობია, როგორც კაკო ამბობს რა
მიხეილ სააკაშვილი: რევოლუციური სცენარი უნდა. სხვანაირი, სხვანაირი ეხლა... კაკოს ინტუიციას ვენდობი მთლიანად. გამოვიყურებით, როგორც დამარცხებულები და ამიტომ გვჭირდება ბევრი ხალხის მობილიზება
ნუგზარ წიკლაური: არა, მოგვიგებენ. ყველა ვარიანტში მოგვიგებენ არჩევნებს, მეც ვიცი და ყველამ იცის.
მიხეილ სააკაშვილი: შენც რა პოროშენკოსავით ამბობ? პოროშენკო „მემესიჯა" ღამის 4 საათზე და ეხლა კიდე „დამიმესიჯა" დილის 8 საათზე.