საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა „youtube"-ზე გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ეხმაურება.
„სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ ძალადობრივი გზით. „კოჰაბიტაციის" იდეის ავტორები და დამცველები რას ფიქრობენ ნეტავ?! თანაც აღიარებენ, რომ წაგებული გვაქვსო.
იურსტებს მივმართავ: არის თუ არა ეს ჩანაწერი საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ აღიძრას საქმე ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების საგანზე და წარმოადგენს თუ არა ეს ჩანაწერი საფუძველს იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მოიხსნას არჩევნებიდან?" - წერს ირაკლი გოგავა.