logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: უნდა მოვითხოვოთ, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეთიშოს არჩევნებს!
- +

27 სექტემბერი. 2016. 13:26



„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი „youtube"-ზე გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ეხმაურება


მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაანონსებული რევოლუციების არავის არ ეშინია. ცნობილია, რომ ის არის ავადმყოფური იდეებით შეპყრობილი ადამიანი, ცურავს და ტივტივებს თავის ფანტაზიებში.


 

დადასტურდება თუ არ დადასტურდება ავთენტურობა, ეს მეორე საკითხია. ჩემთვის ის ავთენტურია, რადგან ჩვენ კარგად ვიცით მათი ზრახვების შესახებ. ის, რაც მოვისმინეთ, ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა, ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ და რევოლუციის მოწყობა. როგორ უნდა მოიქცეს ქართველი საზოგადოება, პირდაპირ უნდა მოვითხოვოთ, ნაციონალური მოძრაობა" გამოეთიშოს არჩევნებს. სამართლებრივად უნდა მოხდეს ამის არგუმენტირება და საერთოდაც, უნდა მოვითხოვოთ, ამ ქვეყანაში კრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner