საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, მოუნდება თუ არა ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბრუნება.
„მე ვფიქრობ, საქართველოს დასაკარგი არც ერთი პროფესიონალი არ ჰყავს და ყველა, ვისაც შეუძლია, ქვეყნის სამსახურში იყოს და ამის სურვილი აქვს, ქვეყნის სამსახურში უნდა იყოს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.