logo_geo 09:15
ხუთშაბათი. 20 მარტი. 2025
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს შეხვდა
- +

27 სექტემბერი. 2016. 14:02



პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს შეხვდა.


ირაკლი მეზრუნიშვილმა განათლების, მათ შორის სკოლამდელი განათლების სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეების კითხვებს უპასუხა. როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, თითოეული ადამიანი სათანადოდ უნდა აცნობიერებდეს ამ სფეროს მნიშვნელობას და ზრუნავდეს ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაზე. ამასთან, დღესვე ირაკლი მეზურნიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.


„დღეს პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალებიდან 23 წელი შესრულდა. ჩვენ მოვალენი ვართ, გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას", - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up