logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არ დავუშვებთ, ვიღაცებმა ქვეყანაში გადატრიალება და სისხლისღვრა მოაწყონ
- +

27 სექტემბერი. 2016. 14:39



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძეyoutube"-ზე გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების საუბრის აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბოლო დროის განმავლობაში არაერთხელ იქნა გაკეთებული განცხადება, რომ იგეგმება გარკვეული პროვოკაციები.



თუმცა, მინდა გითხრათ, რომ არავის არაფერი არ გამოუვა. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა არჩევნების მშვიდობიან პირობებში ჩატარება, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა, წყნარ გარემოში მიაწოდოს ყველა მოქალაქეს თავისი ხედვა ქვეყნის განვითარების შესახებ. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ვიღაცებმა ქვეყანაში რაღაც გადატრიალებები, სისხლისღვრები აწყონ", - განაცხადა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მცდელობაზე რომ მოახდინონ დესტაბილიზაცია, მიუთითებს დღეს გავრცელებული ჩანაწერი, ასევე „თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრების მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება.



სხვა ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის, რომ მათ სურვილი აქვთ იმის, რომ ქვეყანაში მოახდინონ გადატრიალება, რადგან იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ერთადერთ გამოსავალ გზად დესტაბილიზაციას ხედავენ", - განაცხადა კახა კალაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner