logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ბინძური საქმეების მოფიქრებაში შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი, თუმცა შესრულების რესურსი არ აქვს
- +

27 სექტემბერი. 2016. 14:41



„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაზეც ისინი ბოლო პერიოდის განმავლობაში საუბრობდნენ.



ნაციონალური მოძრაობა" ბინძური საქმეების მოფიქრებაში შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი, თუმცა ამ ყველაფრის შესრულების რესურსი ამ მარგინალურ პოლიტიკურ ძალას არ აქვს და ამის გარანტიაქართული ოცნება".

ნაცმოძრაობის" ოფისებში ლიდერების მხრიდან იგეგმება პროვოკაციები, იგეგმება დესტაბილიზაცია, თუმცა ჩვენი ხელისუფლება სრულად ფლობს სიტუაციას და ვითარებას. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, არეულობა შემოიტანოს საარჩევნო პროცესებში, ზოგადად ქვეყანაში. ამის უფლებას ნამდვილად არ მივცემთნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner