logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს
- +

27 სექტემბერი. 2016. 14:42



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წიფერჩისა და ჩხუტელის მოსახლეობას შეხვდნენ.


მოსახლეობამ შეხვედრაზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილიც ესწრებოდა, დასვა საკითხები სოფლის მიმდებარე ტყეებიდან ტყე-კაფების გამოყოფაზე, ტყე-პარკების ტერიტორიაზე საავტომობილო გზების დაგებაზე, მდინარეების კალაპოტებიდან საამშენებლო-ინერტული მასალების მოპოვებისთვის საჯარიმო სანქციების გავრცელებაზე.


გოჩა ენუქიძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი სოფელი ხელედის მოსახლეობასაც შეხვდნენ. ამ შეხვედრაზეც ანალოგიური საკითხები დაისვა.


„ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ ყველა მიმდინარე და გადასაჭრელი საკითხის მოგვარებაზე. ვითანამშრომლებთ მინისტრებთან და იმ სახელმწიფო მოხელეებთან, რომლებიც შეძლებენ დახმარებას ამ საქმეში", - აღნიშნა გოჩა ენუქიძემ შეხვედრაზე.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner