logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, ყველა უმკაცრესად დაისჯება
- +

27 სექტემბერი. 2016. 14:44



„ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამინტერპრესნიუსს" გავრცელებული ჩანაწერის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც სკამისთვის საკუთარ ხალხს და საკუთარი ქვეყნის მომავალს ყიდის, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.



როგორც ბესელიამ აღნიშნა, სახელმწიფო ამ ჩანაწერზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.



ჩვენ დიდი ხანია საჯაროდ ვაცხადებთ, რომნაციონალურ მოძრაობას" დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს, ამიტომ ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციას და რევოლუციური სცენარისთვის ემზადება. ამას ბევრი ინფორმაცია მოწმობს - გუშინთავისუფალი ზონის" ყოფილმა წევრებმაც განაცხადეს, რომ მათ პირადად სააკაშვილმა გააცნო სახელმწიფო გადატრიალების გეგმა. ბუნებრივია, სახელმწიფო მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას კანონის შესაბამისად დღეს გავრცელებულ ჩანაწერებზე, ჩანაწერის ავთენტურობის დამტკიცების შემთხვევაში (რაშიც ეჭვის შეტანა რთულია). სააკაშვილისა დანაციონალური მოძრაობის" ლიდერების საუბრის ჩანაწერში სრულიად ნათლად ჩანს რამდენიმე ფაქტი: ნაციონალური მოძრაობა" დარწმუნებულიაქართული ოცნების" გამარჯვებაში და ზუსტად იცის, რომ თვითონ წარმატების შანსი არ აქვს. ნაციონალური მოძრაობა" სრულიად სერიოზულად ემზადება სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად. სააკაშვილისა და მისი თანამზრახველებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკური მმართველობის ნებისმიერი ფორმა, გარდა ავტოკრატიისა. ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, ხელისუფლების უკანონოდ მოპოვებისთვის ყველაფერზე წავიდეს, დახოცოს უდანაშაულო ადამიანები, არიოს ქვეყანა და მომავალი დაუკარგოს საქართველოს. ამ ადამიანების შეცვლა და სწორ გზაზე დადგომა გამორიცხულია, მათ არც საკუთარი ქვეყნის და არც ქართველი ხალხის მიმართ სხვა განცდა არ გააჩნიათ, გარდა იმისა, თუ როგორ დაიმონონ ეს ქვეყანა და საკუთარი ძალაუფლებით სული როგორ ამოხადონ მის მოქალაქეებს", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.



„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ასევე ჩანაწერის შინაარსსა და საუბარში სავარაუდოდ მონაწილე პირებზეც ამახვილებს ყურადღებას.



ჩანაწერში კარგად ისმის, ნაცვლად სირცხვილისა და სინანულისა, როგორი სიამაყით ამბობს კაკო ბობოხიძე, რომ გადატრიალებას პირველად არ გეგმავს და რომ გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. ეს არის ამაზრზენი და სრულიად სამარცხვინო ფაქტი. ამ ჩანაწერში ისიც ჩანს, რომ მიუხედავად გადატრიალების სცენარზე არსებული კონსესუსისა, ბოკერიასა და სააკაშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა", - განაცხადა ბესელიამ.



მისივე თქმით, მთავრობას აქვს ძალა, რათა დაიცვას ქვეყანაში სტაბილურობა და არ მისცემს არავის არეულობის მოწყობის უფლებას.



ფაქტი ერთია, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ საქმის გამოძიება და ჩანაწერის ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, ყველა ის ადამიანი, რომელიც სკამისთვის საკუთარ ხალხს და საკუთარი ქვეყნის მომავალს ყიდის, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ეს პოლიტიკური დაჯგუფება ვერ ეშვება და ვერც ვერასდროს დაანებებს თავს საკუთარ ხალხზე ძალადობის მცდელობას. ამიტომ ეს არის არჩევნები, რომლის შედეგადაც საბოლოოდ უნდა მოვისროლოთ ისინი ისტორიის სანაგვეზე. გვინდა ყველამ კარგად შეიგნოს, რომ საქართველოში არ იქნება დაშვებული არავითარი არეულობა. მთავრობას, სახელმწიფოს აქვს ძალა და დაიცავს ქვეყანაში სტაბილურობას, არავის მისცემს ქვეყნის არევის უფლებას. მინდა მივმართო ამომრჩევლებს - ეს ძალადობრივი ძალა არც ფერს იცვლის და არც ზნეს, ამიტომ პასუხი ამ ყველაფერზე ახლა ამომრჩევლის ხელშია, ხოლო უკანონობაზე რეაგირება სამართალდამცველების", - განუცხადა ინტერპრესნიუსს" ეკა ბესელიამ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner