logo_geo
eng_logo
პეტრე ცისკარიშვილი: აქ მოხდება კადაფი
- +

27 სექტემბერი. 2016. 14:51



დღეს ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი, სადაც რევოლუციურ სცენარზეა საუბარი. პეტრე ცისკარიშვილი აღნიშნულ აუდიოჩანაწერში ამბობს, რომ „მოხდება კადაფი".


„ესენი ისევ მოიგებენ. იქნება სინამდვილეში ხალხის რევოლუცია და ... აქ ჯერ კიდევ „ვასტოკია". აქ მოხდება ... კადაფი. უნდა გამოათრიონ და ..." - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.


აუდიოჩანაწერში „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები კარვების ქალაქის იდეაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ რუსთაველზე კარვებს 200 კაცი გაავსებს.


აქვე, ნუგზარ წიკლაური ჩანაწერში აცხადებს, პარტიის ამოცანაა, რევოლუციური ვითარებაში ჩაატაროს არჩევნები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner