logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: ცოცხლად დარჩენილი მეომრები ვალდებულნი ვართ, ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე
- +

27 სექტემბერი. 2016. 18:34



ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა და სამგორის რაიონის მე-12 ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.


ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, რომ ცოცხლად დარჩენილმა მეომრებმა გამარჯვებამდე უნდა იბრძოლონ და საქართველოს ერთიანობის აღდგენით ღირსეული მომავალი შეუქმნან მომავალ თაობას.


„ყველას გილოცავთ ჯვართამაღლების დღესასწაულს! თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დღეს, 23 წლის წინ, სოხუმი დაეცა და მიუხედავად 27 სექტემბრის უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებისა, ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ იმისათვის, რომ  დროებით დაკარგული ძმები ტერიტორიებთან ერთად დავიბრუნოთ!

 

აუცილებელია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთოთ! არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი გმირი, თავდადებული ძმების ღვაწლი და მუდამ პატივი უნდა მივაგოთ მათ სულებს, მათ ხსოვნას და  გასაკუთრებით სითბოთი და სიყვარულით მოვეპყრათ მათ მშობლებს!

 

ცოცხლად დარჩენილი მეომრები ვალდებულნი ვართ, რომ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე - ერთიანი საქართველოს აღდგენით, ღირსეული მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს! სოხუმი საქართველოა!"- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner