logo_geo
eng_logo
შოთა გლურჯიძე: ეს ჩანაწერი თავად მიხეილ სააკაშვილმა ჩაიწერა და გაავრცელა
- +

27 სექტემბერი. 2016. 20:07


 

მხატვარი, შოთა გლურჯიძე თვლის, რომ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის ავტორი თავად ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია. 


საუბარში გლურჯიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილმა ჩანაწერი არამარტო თავად გააკეთა, წინასაარჩევნოდ, მიზანმიმართულად გამოაქვეყნა კიდეც.


ჩემი აზრით, ჩანაწერი თვითონ ბატონი სააკაშვილის მიერ არის ჩაწერილი და ალბათ გავრცელებულიც. ძალიან ახლოს არის მიკროფონი და რეზონირებს. პროვოკაციას წააგავს მისი მხრიდან. დიდი შანსია, რომ მან იცის, წაგებული აქვს არჩევნები და ამ ჩანაწერის გავრცელებით, იცილიებს თანაგუნდელების ნაწილს, რადგან ეს სერიოზული დანაშაულია და უფლება არ აქვთ, შესაბამის ორგანოებს არ აღძრან საქმე. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ  მისი ჩაწერილია. სუნთქვაც კი ისმის მისი ჩანაწერის", - განაცხადა გლურჯიძემ.


ცნობისათვის, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების აუდიოჩანაწერი დღეს გავრცელდა, სადაც თანაგუნდელები არჩევნებისთვის რევოლუციური ფონის შექმნის შესახებ საუბრობენ.


გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სუს-მა გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner