გედევან ფოფხაძე: 27 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა
-
+
27 სექტემბერი. 2016. 20:35
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. გედევან ფოფხაძემ ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ვიმედოვნებ, რომ ქართველები და აფხაზები უახლოეს მომავალში შევძლებთ ერთად ცხოვრებას",- განაცხადა ფოფხაძემ.
ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.