„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის'' ისნის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა ბექა ნაცვლიშვილმა აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრის გია შიხიაშვილის სახელობის სათამაშო მოედანი გახსნა. ცერემონიას გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. ბერი გაბრიელის ქუჩაზე განთავსებულ სათამაშო მოედანს დღეიდან გია შიხიაშვილის სახელი მიენიჭა.