logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: მე შევძლებ, სამინისტროდან სამინისტროში შევაღო კარი და მივიტანო ის, რაც გვტკივა
- +

27 სექტემბერი. 2016. 21:16


ძალიან მიხარია, ასე ერთად და ამდენი რომ ვართ, ამიტომაც ორმაგად ბედნიერი ვარ, რომქართულმა ოცნებამ" თქვენს მაჟორიტარ კანდიდატად დამასახელა. თავდაუზოგავად ვიმუშავებ, რათა ჩვენი რეგიონი უფრო ძლიერი გახდეს და მაქსიმალურად მივიღოთ ის დოვლათი, რაც 4 წელიწადში ქვეყანაში შეიქმნება. მე არ მჭირდება არაფერი, გარდა იმისა, თქვენს სამსახურში ჩავდგე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი გურიის საკეთილდღეოდ. მე, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი, შევძლებ, სამინისტროდან სამინისტროში  შევაღო კარი და მივიტანო ის, რაც გვტკივა," - ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო წილოსანმა მოსახლეობას.


ნინო წილოსანმა შეკრებილებს პირობა მისცა, რომ ლანჩხუთში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი დაიდგმება.


შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატს თან ახლდნენ: პარლამენტარი ბიძინა გუჯაბიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთი დუმბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner