logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: ამაყი ვარ, რომ ასეთი გმირები გვყავს
- +

27 სექტემბერი. 2016. 23:31



„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო წილოსანმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

წილოსანი ლანჩხუთის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად გადახდილ პარაკლისს დაესწრო, რომლის დასრულების შემდეგ დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო.


ისინი ჩვენი გმირები არიან, მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს სამშობლო. ამ ბიჭების ხსოვნა თითოეულს გვავალდებულებს, მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის შენებაში - ამით განსაკუთრებულ ფასს მივცემთ მათ თავგანწირვას. მე ამაყი ვარ, რომ ასეთი გმირები გვყავს," - აღნიშნა წილოსანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner