„თავისუფალი ზონის" გლდანის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის ბესო კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, რომ არჩევნების შემდეგ გაყალბების სახელით უნდა დაეწყოთ საპროტესტო აქციები, ქუჩებში ხალხი გამოეყვანათ და შემდგომ ამ ყველაფერს მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა.
„არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება. ამ დროს არც მსხვერპლია გამორიცხული",- განაცხადა კალაძემ.