„პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ხელფასი და ფინანსები. მას აქვს ძალიან ბერვი პრობლემა. საკუთარ თანაპარტიელებთან აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები, რომლებიც რაიონებში აგიტაციას ეწევიან მისი პარტიის სასარგებლოდ",- ამის შესახებ ახალი პოლიტიკური ცენტის „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა „სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვების კომენტირებისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მდგომარეობიდან ტყუილების ხარჯზე სურს გამოსვლა.
კუბლაშვილის განცხადებით, პარტია „სახელმწიფო - ხალხისთვის" ლიდერს პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში პირადი ინტერესები აქვს.
რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომ პავლე კუბლაშვილი პაატა ბურჭულაძეს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებას თხოვდა კუბლაშვილი აცხადებს, რომ „ბევრი რამე შეიძლება მოიგონოს პაატა ბურჭულაძემ".
„ბევრი რამე შეიძლება მოიგონოს პაატა ბურჭულაძემ, მაგრამ მგონი, თვითონაც შერცხვა ეთქვა, თითქოს მსგავსი საუბარი გვქონდა, არანაირი საუბარი არც დღეს და არც მანამდე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით არ გვქონია, როგორც ჩანს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბურჭულაძე. მას აქვს ძალიან ბერვი პრობლემა, საკუთარ თანაპარტიელებთან აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები, რომლებიც რაიონებში აგიტაციას ეწევიან მისი პარტიის სასარგებლოდ. მას არანაირად არ აინტერესებს ამ ხალხის ბედი, მას აინტერესბს მხოლოდ საკუთარი ხელფასი, ბურჭულაძეს პოლიტიკაში აინტერესბს მხოლოდ ფინანსები",- განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.