ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, მათ პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი დატოვეს. სოციალურ ქსელში აღნიშნულ საკითხს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
„რეპორტიორი" გთავაზობთ ინტერნეტის რეაქციას "გირჩისა" და პაატა ბურჭულაძის დროებით თანამშრომლობაზე:
ტატო ჩანგელია - დაშორებების თვეა რა, ჯერ ანჯელინა და ბრედი დაშორდნენ, ახლა კიდე "გირჩი" და პაატა.
დავით ნინიკაშვილი - როგორმე გირჩებს თუ გადავურჩი, თუ ვაშაძემაც არ მიმატოვა...
თამარ კობიძე - ბურჭულაძის პარტიიდან ვინც წამოხვალთ, შუქი ჩააქრეთ.
მიკოლოზ მჭედლიშვილი - პაატა ბურჭულაძის პარტიაში check-in 14:00-მდე, check-out - მეორე დღეს, 12:00-მდე...late check-out - არჩევნების მერე...
ნიკა „ნოლოთხმოცდაცხრამეტი" - ქართული ტრადიციის მიხედვით ამიერიდან გირჩზე ან კარგი უნდა ვთქვათ ან არაფერი...
ეკა სეხნიაშვილი - პანაშვიდია თუ პარტია??? წრეს დაარტყამენ და გარბიან.
ალექსანდრე ლორთქიფანიძე - პაატა ბურჭულაძის პარტიას ბოლოს ზმნა "დატოვა"-ც დატოვებს.
გიორგი ყუფარაძე - ბურჭულაძეს დირიჟორის ჯოხებიც კი გაურბიან კოლექციიდანაც
შალვა თოიძე - მოკლედ, ბოლო სერიაში, ყველა ერთად შევდივართ ბურჭულაძესთან, ვუსამძიმრებთ და "ტრადიციისამებრ" გამოვდივართ...
ირაკლი გაფრინდაშვილი - გადაფხიკე და დატოვე პაატა ბურჭულაძე.
დათო ქვავაძე - ბოლო სერიაში არჩევნებზე პაატა წარსდგება ორკესტრთან ერთად და იმღერებს გედის არიას
მალხაზ თოფურია - ვინც კიდევ ბურჭულაძეს ":უბედურებას":დასცინებთ, თქვენით წამშალეთ! ბავშვობაში გიტარისტი ჯიმის დედა, იზაურა, მაგდანას ლურჯა და შავყურა ბიმი არ შემცოდებია ეგრე.
გიორგი ლობჟანიძე - ისე, ამ ბურჭულაძემ თავის გარეთიანებას რომ დაარქვას ,,მეფე ლირი", მე მგონი, სწორედ ზედგამოჭრილი იქნება.