logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს...
- +

28 სექტემბერი. 2016. 03:36



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისა და დაძაბულობის მუხტის შეტანისგან.


პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  ადეკვატური იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია.  


შეგახსენებთ, რომ შსს-ს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით იმოქმედებენ.


„პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია და არაერთხელ მოუწოდა უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანს, რომ უმჯობესია, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისგან. ძალიან კარგი იქნება, თუკი ის თავშეკავებას გამოიჩენს ამ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ პროცესში - არჩევნებში გარკვეული დაძაბულობის მუხტის შეტანისგან", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner