logo_geo
eng_logo
გიორგი ნაზაროვი: ნეგატიურად ვაფასებ, რომ ძებნილი სააკაშვილი უკრაინაში თანამდებობაზეა
- +

28 სექტემბერი. 2016. 04:04



საქართველოში უკრაინის საელჩოსთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა უკრაინის მოქალაქის, ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში საარჩევნო პროცესებში ჩარევა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულებები ეწყობა.


აქციის მონაწილეებმა უკრანის საელჩოსგან განმარტება მოითხოვეს, რის შემდეგაც საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებული გიორგი ნაზაროვი აქციის მონაწილეებს შეხვდა და განუმარტა, რომ აქციისა და მისი მონაწილეების პოზიციების შესახებ უკრაინის მთავრობას აუცილებლად გადასცემს.


„ადამიანურად მე თქვენი მესმის, თუმცა არსებობს ფორმალური პრცედურები. ჩემთვის საქართველო მეორე სამშობლოა, მამაჩემი ამ ქალაქში გაზიარდა, აქედან წავიდა ფრონტზე. მე სულით ქართველი ვარ და მხარგრძელების გვარს მივეკუთვნები. ამიტომ ამ თვალსაზრისით, საქართველო ჩემი სამშობლოა. მე ის ასევე მიყვარს, როგორც ჩემი უკრაინა. ჩვენ აუცილებლად შევატყობინებთ ჩვენს მთავრობას, რომ გაიმართა ასეთი მანიფესტაცია, რომ ხალხი შეშფოთებულია. ჩვენი რეაგირება იქნება მარტივი და ნათელი",-აღნიშნა უკრაინის საელჩოს რწმუნებულმა.


აქციის მონაწილის კითხვაზე, რომ სააკაშვილი საქართველოში იძებნება, უკრაინაში კი ის თანამდბეობის პირია და როგორ აფასებთ ამას, საელჩო წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს ნეგატიურად აფასებს.


„პირადად მე ამას ნეგატიურად ვაფასებ ჩემი პირადი მოსაზრება ამაზე, რა თქმა უნდა, ნეგატიურია. მსურს, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ მე დღეს თქვენსავით ემოციური ვარ მხოლოდ ერთი მიზეზით, მე არასწორად მიმაჩნია, როდესაც ჩვენ სასამართლოს გაადწყვეტილების გარეშე შეფასებას ვაძლევთ მოვლენას. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დამნაშავეა ადამიანი თუ არა",- აღნიშნა ნაზაროვმა, თუმცა უპასუხოდ დატოვა რეპლიკა, რომ სააკაშვილს საქართველოში უკვე მისჯილი აქვს.


ამ ეტაპზე უკრაინას საქართველოში ელჩი არ ჰყავს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner