logo_geo
eng_logo
გიორგი ბერეჟიანი: როგორ შეიძლება, 14 მუხლით ბრალდებული, უკრაინის გუბერნატორი იყოს?!
- +

28 სექტემბერი. 2016. 04:21



უკრანის საელჩოსთან, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. მოძრაობა "სახალხო კონტროლის" წარმომადგენლის გიორგი ბერეჟიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი აგიტაციას ეწევა, რის უფლებასაც კანონი არ აძლევს.


"ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს გადატრიალებას. ვითხოვთ უკრაინული მხარისგან, გადმოგვცენ სააკაშვილი. როგორ შეიძლება, 14 მუხლით ბრალდებული, უკრაინის გუბერნატორი იყოს?! ვგეგმავთ პეტიციის შეგროვებას, რომელსაც უკრაინულ მხარეს გადავცემთ", - განაცხადა ბერეჟიანმა.


აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია, "სახალხო კონტროლი", სოციალური ფორუმი, "ამერიკის ნამდვილი მეგობრები", GFA და მოქალაქეთა სხვადასხვა გაერთიანებები ესწრებოდნენ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner