საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში „youtube"-ზე გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ეხმაურება და წერს:
„მეცოცხეები რაცააა, ხომ ვიცით, მაგრამ მორცხვად, რომ კეკლუცობთ ტელეკამერების წინ, პარტიის ლიდერები და გულში იმედად გქონდათ, კოალიციას შექმნა მეცოცხეებთან, გაგიშვათ თუ არა სალამურზე-ცხვირმოუხოცავმა მიშამ...
სისხლისღვრაში, თქვენ ანტურაჟის როლს, რომ არ შეგასრულებინებდათ მიშა, ხომ კარგად იცით...
საერთოდ ქვეყანა, ერი, ადამიანობა, მორალი, პასუხისმგებლობა იცით რა არის?!"