პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩანაწერის შინაარსის პარალელურად, გამოძიებამ აუცილებლად უნდა იმსჯელოს მის ავთენტურობასა და მოპოვების წყაროზე.
„ეს ცალსახად სამართალდამცველი ორგანოების კომპეტენციაა და ასევე, თუ პოლიტიკოსები ამაზე განცხადებას აკეთებენ, ბუნებრივია, მათ ამის სრული უფლება აქვთ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შინაარსთან დაკავშირებით ვერანაირ დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს. გუშინ გავავრცელეთ განცხადება გავრცელების ფორმაზე და ვიმეორებ, რომ გამოძიებამ შინაარსის პარალელურად, ასევე აუცილებლად უნდა იმსჯელოს ჩანაწერის ავთენტურობაზე და მისი მოპოვების წყაროზე", - განაცხადა თამარ ქალდანმა.