„სანამ მომავალ თაობას არ დავანახვებთ, რომ სამშობლოს ღალატი დასჯადია, საქართველოში არასოდეს მოხდება სამართლიანობის აღდგენა", - წერს ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში.
„სანამ არ გასამართლდებიან 1991-92 წლების ხალხის მიერი არჩეული ხელისუფლების და პრეზიდენტის იარაღის ძალით დამამხობლები და პუტჩისტები, საქართველოში ყოველთვის იქნება მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის!
სანამ მომავალ თაობას არ დავანახვებთ, რომ სამშობლოს ღალატი დასჯადია, საქართველოში არასოდეს მოხდება სამართლიანობის აღდგენა (ვის რა წართმეული ქონებაც არ უნდა დაუბრუნონ!). პუტჩისტები უნდა გასამართლდნენ!
მე მითქვია ჩემი და ზოგიერთმა გააგრძელეთ ახლა დემოკრატიაზე საუბარი!" - წერს შონია „facebook"-გვერდზე.