მთაწმინდის რაიონში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
„წამოვედი ოფისიდან სახლისკენ და დამხდა სრული კოშმარი: რუსთაველზე ჩემი სახე ყველაზე და ყველაფერზე გადაკრული - კონკურენტებზე, თეატრის აფიშებზე - „კიმ ილ სუნგი" ალბათ თუ ამაზე მეტს შეძლებდა. ყველას და პირველ რიგში საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს, თუმცა ვიცი, რომ ეს არ ჯდება იმ რაოდენობაში, რაც დავბეჭდეთ და გავაკვრევინეთ... აქ ვიღაცა სხვა თამაშს თამაშობს... მაგრამ ამ თამაშს არც თავი აქვს და არც ბოლო!" - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.