logo_geo
eng_logo
ინგა გრიგოლია: ტერორის ქვეშ ვიმყოფებით! ამ ომს ერთად მოვიგებთ!
- +

15 მარტი. 2016. 03:45



„მძიმე დღე ნამდვილად იყო, მაგრამ მე დღეს გადავწყვიტე, რომ ამ ომს მოვიგებ!  მარტო არ მოვიგებ, ამ ომს ყველა ერთად მოვიგებთ!- ასე შეაფასა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემაში „პრიორიტეტი" პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეობის გავრცელებასთან დაკავშირებით არსებული აჟიოტაჟი.


გრიგოლიას თქმით, მის წინააღმდეგ არანაირი შანტაჟი არ მოქმედებს და კონკრეტული პიროვნებების სურვილის მიუხედავად, რომ შეეშინდეს ან ქვეყნიდან წავიდეს, იგი „ამ ომში ღიად ჩაერთვება".


„სწორედ ამ ერთიანობის თემაზე ვსაუბრობ მთელი დღეა, თუ დააკვირდები საზოგადოების რეაქციას, ამ თემაში საზოგადოება არის ერთიანი. ეს არის მორალური ტერაქტი საკუთარი ხალხის წინაშე. გუშინდელი ტერაქტის შემდეგ ანკარაში, ჩვენც  ტერორის ქვეშ ვიმყოფებით.

მე ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ, ვერ მოგატყუებ და გეტყვი, რომ ვინერვიულე ოღონდ ნერვიულობა  გაგრძელდა მხოლოდ ხუთი წუთი. შემდეგ მივხვდი, რომ ან სახლში უნდა დავიმალო და შემრცხვეს იმის, რაც არ არის სამარცხვნო, ან უნდა ვიომო! მე შევედი ასე ღიად ამ ომში და ღიად გავხსენი ეს თემა.

 

იყო პერიოდი, როდესაც ჩემი შვილის მოკვლით მემუქრებოდნენ, ეს საქმე დღესაც გაუხსნელია, თუმცა ამაზე არასდროს მისაუბრია. ორი თვე ჩემი შვილი დადოიდა სახელმწიფოს მიერ დანიშნული დაცვით, მაშინ არ მისაუბრია ამაზე და გავჩერდი, თუმცა ახლა გადავწყვიტე ამაზე ისაუბრო იმიტომ, რომ ეს არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის პრობლემა."- განაცხადა ჟურნალისტმა.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner