ვაკის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი გია ფაცურია გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:
„ვაიმე... ახლა ბოკერიას ვუსმინე, თქვა - არ მინდა, ივანიშვილი წაგების მერე ქვეყნიდან გაიქცესო!!!
სუს-ი მიადგა უკვე თუ რა ხდება?
ამათ ფსიქიატრიული შემოწმება სჭირდებათ...
ნარკოშემოწმება როა, ფსიქოშემოწმება არ უნდა ეწეროს „საარჩევნო კოდექსში"? ნაღდად გასაკეთებელია ეს ცვლილება, მარა ესენი გებელსის გზას ადგანან - რაც უფრო ნაგლ და უაზრო ტყუილს იტყვი, მით მეტი შანსია, დაგიჯერონო. მაგრამ, ბოკერიას დაჯერების ანტირეიტინგი აქვს, ვინმე სხვა უნდა გაეჩითათ... თუმცა, მანდ დაეჯერება ვინმეს საერთოდ?" - წერს გია ფაცურია.